2 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მენიუ შედგენილი იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე" - დარღვევები 9 კვების ობიექტზე

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში 9 მოვაჭრეს დარღვევის ფაქტი დაადგინა.

"სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს "ინვესტ ინ ჯორჯიას" და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია. შესაბამისად, სააგენტომ, საქმის გარემოებებისა, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, ხსენებული მოვაჭრეების მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

სააგენტოს გადაწყვეტილებებით, მოვაჭრეებს დაევალათ 1 (ერთი) თვის განმავლობაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

ამასთან, შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დაღრვევის ფაქტი არ დადასტურდა.

საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, შპს „გრილ ფუდის“ მიერ ხსენებული ჯარიმა გადახდილია"- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები