2 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბოლო 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში Geely Coolray-ს 800 000 ავტომობილი გაიყიდა

Geely Coolray, რომელიც ჩინეთში ცნობილია, როგორც Binyue, Geely Auto-ს ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. აღნიშნული მოდელი კომპანიამ 2018 წელს გამოუშვა. მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 40-ზე მეტ ქვეყანაში, კომპანიის მიერ წარმოებული უკვე 800 000 ავტომობილია გაყიდული. მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. Geely Coolray უპირობო ლიდერია ბაზარზე და მომხმარებლების საყვარელი არჩევანია SUV სეგმენტში.

საბაზრო გაყიდვების მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში Geely Auto International-მა 63 000 Coolray-ს ავტომობილი გაყიდა და ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.

Coolray ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია უგზოობის სუბკომპაქტური ავტომანქანების SUV სეგმენტის მომხმარებელთათვის. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Coolray-მ საუკეთესო შედეგები აჩვენა: გასულ წელთან შედარებით, საცალო გაყიდვები 190%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე საუდის არაბეთში გამოიკვეთა 18.8%-იანი ზრდა. საქართველოს ბაზარზე კი „ჯილი საქართველომ“ ბოლო ერთ კვარტალში 50-ზე მეტი Geely Coolray შემოიყვანა, რომელიც სრულად გაიყიდა.

2023 წელს Geely Auto International-მა ახალი მოდელი New Coolray წარადგინა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ჩილე, საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, ლიბანი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი, პარაგვაი, ეკვადორი და მექსიკა. ახალმა მოდელმა ადგილობრივ მედიაში  პოზიტიური შეფასება დაიმსახურა და ახლა ის პოპულარობას მყიდველებს შორის იძენს.

Geely Coolray არის SUV ავტომობილი, რომელიც აგებულია Geely-ს ახალ, მოდულურ არქიტექტურაზე (BMA). მოდელი გამოირჩევა სპორტული დიზაინით და მკაფიოდ გამოხატული ინტენსიური კონტურებით, მათ შორის არის  LED განათების ფარები, Energy Pulse Three-way სვლის სამმხრივი დღის ნათურები და უკანა გაბარიტული ფარები, ასევე 17 ან 18-დიუმიანი საბურავები და ოთხმაგი გამოსაბოლქვი მილი.

ავტომობილის ინტერიერი დინამიკური, მკვეთრი და მოდურია, რომელსაც ავსებს პრემიუმ კლასის სავარძლები და ინტეგრირებული ორმაგი ციფრული დისპლეი. ის აერთიანებს 10.2-დიუმიან ფერად ინსტრუმენტთა პანელს, 12.3-დიუმიან მაღალი გარჩევადობის სენსორულ საინფორმაციო-გასართობ სისტემას და პანორამულ ლუქს.

ავტომობილის თითოეული კომპლექტაცია აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 172 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა შერწყმულია 7-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (DCT), რაც უზრუნველყოფს დიდ გამოხმაურებას მომხმარებელთა მხრიდან და ხაზს უსვამს ავტომანქანის სპორტულ სტილს.

__

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები