თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრი გახდა. პრო ბონო სერვისების დანერგვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა და კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით სხვების საქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს. პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის.
„საქართველოს პრო ბონო ქსელი“ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით შექმნილი არაფორმალური გაერთიანებაა. მასში გაწევრიანებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენება სურთ. ქსელი 30-ამდე კომპანიასა და 2 ბიზნესასოციაციას აერთიანებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია.
„თეგეტა ჰოლდინგი“ ქსელში გაწევრიანებით გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჰოლდინგის თანამშრომლების ცოდნის გაზიარებით მათი საქმიანობის განვითარებას შეუწყოს ხელი.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პრო ბონო ქსელში გაწევრიანება, რადგან ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, საზოგადოებისთვის სასიკეთო კიდევ უფრო მეტ პროექტში ჩავერთოთ. ჩვენს გუნდს უკვე აქვს პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ისინი სიამოვნებით ჩაერთნენ პროექტში და ამ გზით თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა“.
პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-ამდე სოციალურმა მეწარმემ უკვე გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრესკურსები.
პრო ბონო ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://probonogeorgia.ge/ge/home
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები