ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საქართველოს ბანკში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტაჟირების საზაფხულო პროგრამა განხორციელდა. ამჯერად, მასში მონაწილეობა იმ სტუდენტებმა მიიღეს, რომლებიც პარალელურად უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში, სრულ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ.
საზაფხულო სტაჟირების პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ ბანკის დეპარტამენტებში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საზაფხულო სტაჟირების პროგრამა 4-დან 8 კვირამდე გრძელდება და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პროგრამების მრავალფეროვნებაა.
ქართველმა სტუდენტებმა სტაჟირება წელს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს, ესენია: მონაცემთა ანალიტიკა, გლობალური ბიზნეს საბანკო მიმართულება, კორპორატიული საბანკო საქმიანობა და Galt & Taggart-ის სექტორული კვლევები.
პროგრამა პირველად 2021 წელს განხორციელდა, რომლისთვისაც შეირჩა ოთხი ქართველი სტუდენტი აშშ-ს, საფრანგეთის, უნგრეთისა და კატარის უნივერსიტეტებიდან. 2022 წელს პროგრამის გეოგრაფიული არეალი და მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში ცხრა ქართველმა სტუდენტმა შეძლო სტაჟირების გავლა - გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ნიდერლანდების სამეფოს უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტებმა ქართულ ბაზარზე არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ გამოცდილება და ცოდნა მაღალკვალიფიციური პროფესიონალების უშუალო მენტორობით მიიღეს.
„პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ყოველწლიური სახე მივცეთ. იმედი გვაქვს, ეს სტაჟირება უცხოეთში განათლების მისაღებად მყოფ ბევრ ქართველ სტუდენტს დაანახებს საკუთარი ცოდნისა და უნარების საქართველოში რეალიზების პოტენციალს. 2023 წლის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება გაზაფხულზე დაიწყება. ამ და სხვა პროექტებით საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში, მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები