ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
გასულ კვირაში ლარი დამატებით გაუფასურდა. მაშინ, როდესაც უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თიბისი კაპიტალის აზრით, ძირითადი მიზეზი ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინებია. თავისთავად, თუ ბაზრის მონაწილეები მე-4 კვარტალში ლარის დასუსტებას მოელიან, მაშინ სპეკულაციურ ქცევას მანამდე ექნება ადგილი. ეს ქცევა აშკარაა ივლისის სესხებისა და დეპოზიტების დინამიკიდან, და ასევე აგვისტოს დეპოზიტების წინასწარი შეფასებიდან. საკუთრივ, მოიმატა სესხების ლარიზაციამ, მაშინ, როდესაც დეპოზიტების მხარეს ვალუტაში ინვესტირება ჭარბობს. შედეგად, საბანკო სექტორის ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში მკვეთრად გაიზარდა და ბუნებრივია ამ მხრივ ნორმალიზებაა მოსალოდნელი, რაც საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის მზარდი განაკვეთების მიუხედავად, ადგილობრივი ვალუტის დეპოზიტებზე ისედაც რეკორდულად დაბალი განაკვეთების დამატებით შემცირებას გულისხმობს. ეს ფაქტორი კი, ლარის დეპოზიტების ზრდის ხელშეწყობის გარდა, ვალუტის დეპოზიტების გახარჯვასაც გამოიწვევს. ამდენად, ახლა შედარებით უფრო მეტი რწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის სეზონური გაუფასურება მის სადღეისო კურსში დიდწილად უკვე გათვალისწინებულია.
ამ ფონზე, რა შეიძლება ითქვას მოლოდინების კუთხით? თიბისი კაპიტლის აზრით, სენტიმენტები გარკვეულწილად მაინც შეიცვლება და ისედაც მაღალ სავალუტო შემოდინებებს, შემდგომ პერიოდში, უკვე სესხებისა და დეპოზიტების არხიდან ვალუტის მიწოდებაც დაემატება. შესაბამისად, აშშ დოლარი/ლარის თიბისი კაპიტალის ადრინდელი საპროგნოზო ნიშნული, რომელიც დაახლოებით 2.80-ს შეადგენს, როგორც ჩანს სადღეისოდაც ძალაშია. თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოდან, წმინდა შემოდინებები კვლავ ლარის მხარდამჭერია, ლარის საშუალო კურსის მხრივ, აშშ დოლარის გაძლიერების მიუხედავად, შეფასება ისევ ნეიტრალური ან შესაძლოა გარკვეულწილად ასევე ლარის მხარდამჭერია კიდეც, ინფლაციის კუთხით კი, მისი მოსალოდნელი შემცირების გამო, შეფასება უფრო ნეგატიურია.
გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები