ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისის ციფრულ ბანკს მუდმივად ემატება ახალი ფუნქციონალები, პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს.
ციფრული ბანკის 5 ფუნქციონალი, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს:
· ვალუტის კურსი და კონვერტაცია
თიბისის ციფრულ ბანკში კონვერტაცია ბანკის სტანდარტულ კურსზე უკეთესი პირობებით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიახლოებული კურსითაა შესაძლებელი. გადარიცხვის პროცესის გასამარტივებლად, კონვერტაცია მარტივად, გადარიცხვის ველშივეა შესაძლებელი.
· მობილურის ბალანსის შევსება
ციფრულ ბანკში მობილურის ბალანსის შევსება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროვაიდერი მიუთითოს და არსებული შაბლონებიდან მარტივად შეავსოს ბალანსი, ჩარიცხოს თანხა ინტერნეტ პაკეტებისთვის და ა.შ.
· კომუნალურების დაჯგუფება
მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც აქვს, რაც არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. ასე, გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო უმარტივებს და ზოგავს მის დროს.
· დამხმარე ღილაკები
თიბისის ციფრულ ბანკში საბანკო ბარათებზე პინკოდის შეცვლა, ბარათის დაბლოკვა, შიდა გადარიცხვა, ასევე რეკვიზიტების და ამონაწერის მიღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. ცოტა ხნის წინ, ციფრულ ბანკს ბარათების ველში სპეციალური შაბლონები დაემატა, რომლებზე დაწკაპუნებითაც აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებს.
· ციფრული ბარათი
ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ციფრული ანალოგია და მისი მიღება და გააქტიურება მობაილბანკში მომენტალურადაა შესაძლებელი. ციფრული ბარათით მომხმარებელი ყველა იმ საბანკო ტრანზაქციას შეასრულებს, რომელსაც პლასტიკური ბარათის გამოყენებისას ახორციელებს.
სერვისების და პროდუქტების გაციფრულების პროცესი, რომელიც თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, მუდმივად გრძელდება.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები