ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში შესაძლოა დადგეს მომენტი და ამა თუ იმ საჭიროებისთვის სესხის აღება დაგვჭირდეს, მაგრამ აქ იწყება მომხმარებლისთვის საკმაოდ რთული, გადაწყვეტილების მიღების პროცესი: რა ტიპის სესხი უნდა ავიღო? რა ვადით ავიღო? როგორ გააკონტროლებს ბანკი რაში დავხარჯავ თანხას?
ცხოვრებას გვიმარტივებს სამომხმარებლო სესხის სხვა სესხებისგან განმასხვავებელი მთავარი ნიშანი: სესხი ნებისმიერი საჭიროებისთვის!
რემონტი, სწავლა, მანქანის შეცვლა, დასვენება, გართობა, სხვა სესხის გადაფარვა -არც ბანკის ფიზიკურ ფილიალში და არც ვებგვერდზე www.tbccredit.ge არავინ გეკითხება რისთვის იღებ და შემდეგ რაში ხარჯავ შენს სამომხმარებლო სესხს.
საინტერესოა სტატისტიკა, რაში იხარჯება სამომხმარებლო სესხი. პირველ ადგილზე გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვაა, შემდეგ კი რემონტი, საყიდლები, სწავლა და მოგზაურობა მოდის. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მრავლისმომცველი საჭიროება, რაშიც აღებული სესხი იხარჯება, საყიდლებია: აქ, ცხადია, მსხვილი ნივთების შეძენა იგულისხმება - ტექნიკა, მანქანა, ბინა (რომელსაც ხშირად, მარტივი და სწრაფი პროცესის გამო, სამომხმარებლო სესხითაც ყიდულობენ)...
თიბისი კრედიტმა, თიბისი ბანკის ციფრულმა პლატფორმამ, რომელიც ბანკის ფიზიკური ფილიალის სამომხმარებლო სესხს ციფრულად, დისტანციურად გასცემს, იმ მსესხებლებს, ვინც თანხას ავტომანქანის შესაძენად იღებს, კიდევ უფრო გაუმარტივა სესხის აღების პროცესი, შექმნა უშუალოდ ავტომანქანის მაძიებლებზე მორგებული სამომხმარებლო სესხის ახალი ტიპი და ბაზარზე ყველაზე დიდ, მანქანების მომწოდებელ პორტალთან myauto-სთან მოახერხა ინტეგრაცია.
მომხმარებელს შეუძლია myauto-ზე შეარჩიოს სასურველი მანქანა და, იქვე განთავსებული სესხის მოთხოვნის ღილაკის საშუალებით, ვებგვერდზე www.tbccredit.ge/auto 2 წუთში მოითხოვოს და მიიღოს ანგარიშზე საჭირო თანხა.
სესხი მომხმარებლის კონკრეტულად ამ საჭიროებაზეა მორგებული, აქვს 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი, შემცირებული საპროცენტო განაკვეთი, მყიდველს შესაძლებლობას აძლევს მანქანა შეიძინოს დღეს და გადახდა 6 თვის შემდეგ დაიწყოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი კი, რაც ამ პროდუქტმა მანქანის შეძენის მსურველ მომხმარებელს შესთავაზა, არის ის, რომ აღნიშნული სესხი, ისევე, როგორც ნებისმიერი სამომხმარებლო სესხი, უზრუნველყოფას არ საჭიროებს, რაც ავტოსესხების კატეგორიაში ნაკლებად დამკვიდრებული პრაქტიკაა.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები