„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
9 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, ბანკი ქალ მეწარმეებს, Visa-სთან პარტნიორობით, ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას სთავაზობს.
პროექტის ფარგლებში 100 შერჩეული ქალი მეწარმე, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებელია, ავტომატურად ჩაერთვება ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ში, რომელიც ბიზნესს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს დახმარებას, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.
გარდა ამისა, ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, იზრუნებს მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაზე.
„მოხარული ვართ, რომ Visa-სთან პარტნიორობით გვაქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ქალ მეწარმეებს და ხელი შევუწყოთ მათი საქმიანობის განვითარებას. დღეს ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული გაყიდვების არხის ქონა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში ისინი შეძლებენ მარტივად გააციფრულონ საკუთარი მაღაზიები და ამგვარად განაგრძონ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა. ამასთან, სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად ჩავერთვებით მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში, რათა გავზარდოთ მათზე ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
”Visa–ს მისიის მნიშვნელოვან ასპექტს ინდივიდუალური ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმე ქალების მხარდაჭერაზე. ჩვენი მიზანია, ვუზრუნველვყოთ ქალი ანტრეპრენერების მცირე ბიზნესები სხვადასხვა რესურსით, საჭირო ინფორმაციითა და ახალი შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის გარდაქმნასა და განვითარებაში დაეხმარება. ჩვენ ამას სხვადასხვა მეთოდით ვაკეთებთ - Visa-ს She's Next ინიციატივის საშუალებითა თუ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს ქალებს შესძინოს საჭირო ცოდნა და უნარები თავიანთი ბიზნესის დიჯიტალიზაციისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს უკეთესად ადაპტირდნენ ახალ რეალობაში”,- განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa– ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/adapter
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები