1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი #გულით და ,,მაკ ჯორჯია“ -ს ერთობლივი სოციალური პროექტი

დღეს, ლიბერთი ბანკსა და მაკ ჯორჯიას (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე ლიბერთი, ბანკის თანამშრომლებში მოხალისეების შერჩევასა და მაკ ჯორჯიას მიერ დაგეგმილი პროექტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ლიბერთის თანადგომით, მაკ ჯორჯია ასევე განახორციელებს  პროექტს - „მესტუმრე“, რომელიც პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებთან ახალგაზრდების რეგულარულ კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციას ისახავს მიზნად. 

პროექტი „მესტუმრე“ მიზნად ისახავს კვირაში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში, მოხუცთა პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებს მისცეს ახალგაზრდებთან რეგულარული სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობა.  პროექტი მესამე წელია აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ჩართულია 40 მდე მოხალისე და თბილისის მასშტაბით არსებული 5 ხანდაზმულთა პანსიონატი. ერთობლივი პროექტის ფარგლებში კი, ლიბერთის თორმეტი თანამშრომელი გაივლის სპეციალურ ტრენინგს, დაისწავლის სხვადასხვა უნარ ჩვევებს და მიიღებს მონაწილეობას მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში. 

"მაკ ჯორჯია მოხარულია, რომ საბანკო სექტორის ისეთმა დიდმა წარმომადგენელმა, როგორიც ლიბერთი ბანკია, ინიციატივა გამოიჩინა პროექტ ‘მესტუმრეს’ მხარდასაჭერად. ლიბერთი ბანკის სახით შეძენილი მეგობარი, საშუალებას მოგვცემს ვესტუმროთ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ხანდაზულს. ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძლებენ ჩაერთონ მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული პროექტებისგანვითარებაში."- ჯერემი ჯეიმს გასკილი, მაკ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი. 

‘ლიბერთი უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მოგეხსენებათ, ჩვენ ვფარავთ ქვეყანაში რეგისტრირებული 52 მოხუცთა პანსიონისა და ბავშვთა სახლის კომუნალურ გადასახადებს და მთელი წლის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილი არიან შუქითა და სითბოთი. ასევე, მთელი წლის განმავლობაში მათ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა აქტივობებით და ვცდილობთ ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ მთელი გულით.   

ეს ერთობლივი პროექტიც, ჩვენთვის დაწყებული საქმის გაგრძელებაა და ძალიან სასიხარულოა რომ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ლიბერთის თანამშრომლებმა. ეს ახალგაზრდები, გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს და პროფესიონალ მოხალისეებად ჩამოყალიბდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი კეთილი საქმეების კეთება, ბებია-ბაბუებთან ურთიერთობა, ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება’  - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი. 

მაკ ჯორჯია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებს, მათი ოჯახის წევრების და მათზე მზრუნველი საზოგადოების კომპეტენციის გაძლიერების გზით, განათლებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას სთავაზობს:

 

-          ავითარებს და მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტებს;

-          უზრუნველყოფს სამედიცინო საჭიროებების იდენტიფიკაციას და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას (მასალები,მედიკამენტები);

-          მხარს უჭერს საგანმანმათლებლო საქმიანობებს (ფინანსურად და პროფესიულად);

-          უზრუნველყოფს ინფორმირებას შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობები, ქცევის მართვა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და კრიზისული ინტერვენცია.)

 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected].

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...