2 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გორში თიბისის დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება

ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების  მფლობელია. თიბისის მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება.

„ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს, რადგან მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ბიზნესის განვითარებასაც ამ მიმართულებით ვგეგმავ,” - ამბობს ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი.

მარწყვის ჯიში, რომელიც აქ არის გაშენებული, თურქეთში გამოიყვანეს ალბიონისა და სან-ანდრეასის შეჯვარების შედეგად. ახალი ჯიშის მარწყვი პირველად სწორედ გორის რაიონში დაირგო და როგორც ფერმერი ამბობს, ძალიან გაამართლა.

„ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, მხოლოდ 3-დან 3 თვენახევარი ისვენებს, ისიც ზამთრის პერიოდში. ერთი ნერგი 800 გრამიდან 1 კილოგრამამდე მარწყვს გვაძლევს,“ - ამბობს ფერმერი.

პროდუქციის რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს, ერთი კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 10 ლარია. მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დასაფასოებელი დანადგარების შეძენასაც აპირებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის თუ სხვა ხილის საცალო გაყიდვებიც შეძლოს.

ახლა მარწყვის სათბურებში ნერგების გამოყვანა მიმდინარეობს, რამაზ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ნერგების შემოტანა შეფერხდა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა მათი გამოყვანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...