1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ბანკი, #ლიბერთიგულით პროგრამის ფარგლებში სესხების გადავადების მეორე ეტაპს იწყებს

ლიბერთი ბანკი, მომხმარებელზე ზრუნვისთვის და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საშეღავათო პერიოდს სასესხო ვალდებულებებზე სთავაზობს პანდემიის პერიოდში დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი ან დაკარგეს სამსახური. მეორე ეტაპის, ავტომატური საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლება:

- ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას

ავტომატური საშეღავათო პერიოდი შეეხება ფიზიკური პირების (გარდა მეწარმე ფიზიკური პირებისა) მხოლოდ იმ სასესხო ვალდებულებებს, რომელიც იყო აქტიური 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით, უწევთ თუნდაც 1 გადახდის თარიღი 2020 წლის 1 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით და 14 მარტის მდგომარეობით არ გააჩნდათ არც ერთი სესხი, რომელიც იყო ვადაგადაცილებული 30 დღეზე მეტი ვადით;

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს ავტომატური საშეღავათო პერიოდის პირობით სარგებლობა, მას ექნება საშუალება დააფიქსიროს უარი 30 ივნისამდე შემდეგი არხებით: ბანკომატები, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დისტანციური მომსახურების ცენტრი, ლიბერთის ნებისმიერი სერვის ცენტრი და მომსახურე ბანკირი.

ავტომატური საშეღავათო პერიოდი არ შეეხება: სალომბარდე სესხებს, ანაბარით უზრუნველყოფილ სესხებს, ‘აწარმოე საქართველოში’ და ‘შეღავათიანი აგროკრედიტის’ ფარგლებში გაცემულ სესხებს და ფიზიკურ პირებზე ბიზნეს მიზნობრიობით გაცემულ სესხებს, რომელთა მიმდინარე ვალდებულება აღემატება 100 000 ლარს (შესაძლებელია ამ უკანასკნელის ინდივიდუალურად განხილვა).

ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, მომხმარებელზე ზრუნვისთვის და მათთვის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქების მიზნით, მეორე ეტაპის საშეღავათო პერიოდი ასევე შეეხება:

- მომხმარებლებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი და ეს იდენტიფიცირებულია ბანკის მიერ;

- მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სოციალური სესხებით და ოვერდრაფტებით (მათ შორის საპენსიო სესხები და ოვერდრაფტები), კერძოდ:

სოციალური სესხები: 14 ივნისიდან მოხდება სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხის გადავადება და 14 ივნისიდან - 14 აგვისტომდე პერიოდში მსესხებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს. სესხის დაფარვის ვადა კი გაიზრდება ისე, რომ არ შეიცვალოს პანდემიამდე არსებული სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადი.

სოციალური ოვერდრაფტები: 2020 წლის 14 ივნისი - 14 აგვისტოს განმავლობაში მომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს. რაც შეეხება 14 მარტი - 14 ივნისის პერიოდში გადავადების შედეგად დაგროვილ საპროცენტო გადასახადს - დაიფარება მეორე ეტაპის საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ იმგვარად, რომ ყოველთვიური გადასახდელი თანხები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

ასევე, ლიბერთი ბანკი შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას იმ ბიზნეს მსესხებლებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, ვისი შემოსავლებიც პანდემიის პერიოდში შემცირდა და მომდევნო თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორციელებას. ამ და სხვა შემთხვევებს, ლიბერთი ბანკი განიხილავს ინდივიდუალურად.

მეორე ეტაპის დამატებითი საშეღავათო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 12 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით. ამ საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, სასესხო ვალდებულებების გადახდა დაიწყება 2020 წლის 1 სექტემბრიდან COVID-ამდე (ანუ 2020 წლის 14 მარტამდე) შედგენილი და მომხმარებელთან შეთანხმებული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ თარიღებში.

დამატებითი ინფორმაცია და ხშირად დასმული კითხვები: libertybank.ge

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected].

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...