1 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა

 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი საკვები პროდუქტებით დახმარებოდა იმ ოჯახებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით შეეხოთ.

საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში 1000 ოჯახს გადაეცემა. ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმდა. “სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ბატონი მაჰირ მამედოვი საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაემგზავრება და კომპანიის მიერ გამოყოფილ დახმარებას ჩაიტანს. დღეს, 27 აპრილს, ბატონი მაჰირ მამედოვი ქალაქ გორში, შიდა ქართლის გუბერნატორს, ბატონ გიორგი ხოჯევანიშვილს შეხვდა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი  დახმარება გადასცა. დღესვე, პროდუქტებით სავსე ყუთები იმერეთის გუბერნატორს, ბატონ ზვიად შალამბერიძეს გადაეცა.  ხოლო 28 აპრილს, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ბატონი მაჰირ მამედოვი კომპანიის მიერ გამოყოფილ საკვებ პროდუქტებს ქალაქ რუსთავში გადასცემს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ შოთა რეხვიაშვილს. რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს კომპანიის მიერ მიწოდებულ საკვებ პროდუქტებს ადგილობრივი მთავრობა დაურიგებს. ჯამში, სურსათის ღირებულება 100 000 ლარამდეა.

ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მოსახლეობის მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიამ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა. გარდა ამისა, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ზრუნავს კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. მათი დიდი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, კომპანიის ობიექტებზე კი დაცულია საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ყველა ნორმა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...