1 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

10 000 ლარი STOPCOV ფონდში - საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი კიდევ გაგრძელდება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, 11 აპრილს საქველმოქმედო მარათონი, „ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ“ დაიწყო. ყველა მსურველს შეუძლია, ვირუსთან ბრძოლის ფონდში, მინიმუმ, 100 ლარი გადარიცხოს და შემდეგ 3-პარტიან ონლაინმატჩში ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები გამოიწვიოს, როგორებიც არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები.

მარათონის შედეგად 10 დღის განმავლობაში 10 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ამბობს, რომ მარათონი გაგრძელდება. „20-მდე პირი ჩაერთო ამ აქციაში, რაც ძალიან სასიამოვნოა. შეგროვდა 10 000 ლარზე ცოტა მეტი და ეს თანხა გადაირიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. 100 ლარი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოყვარულ მოჭადრაკეს გამოეწვია სათამაშოდ პროფესიონალი, მაგრამ ბევრმა მათგანმა უფრო მეტი გადაიხადა. მთავარი ქველმოქმედებაა და მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მარათონი დღეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოთხოვნა არის და ამიტომ, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ 10 დღით. აქცია გაგრძელდება და ვისაც მონაწილეობის სურვილი ექნება, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს. სიამოვნებით გავუწევთ ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩებს“. - გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

როგორ მივიღოთ საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონში მონაწილეობა

1. რეგისტრირდებით საიტზე https://www.chess.com/. ეს არის ჭადრაკის ონლაინსივრცე და სოციალური ქსელი - ყველაზე პოპულარული და მრავალმომხმარებლიანი საიტი ჭადრაკის მოყვარულთათვის.

2. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში StopCov რიცხავთ მინიმუმ 100 ლარს.

3. მეილზე [email protected] უკავშირდებით ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორ დავით კოდუას. უგზავნით StopCov ფონდში გადარიცხული თანხის დამადასტურებელ ნებისმიერ საბუთს და მეილში წერთ, რომელ მოჭადრაკესთან რა ფორმატის მატჩის გამართვა გსურთ.

4. ელოდებით საპასუხო შეტყობინებას.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მარათონის ყველა მონაწილეს შეუძლია ჭადრაკის სასახლეში ერთდროული თამაშის სეანსში მონაწილეობა და თითოეულ მათგანს საჩუქრად გადაეცემა წიგნი საყვარელი მოჭადრაკის ავტოგრაფით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დავით კოდუას ([email protected]; 593 399 264 - ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორი) ან სოფო ნიკოლაძეს ([email protected]; 593 246 256 - ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური).

 

ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის იანვრიდან კომპანია ევროპაბეთის პარტნიორია. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს.

ყველაფერი პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაში“ შესახებ - responsible.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...