1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Extra.ge მომხმარებელს ახალ სერვისს - „გადამიდეთ“-ს სთავაზობს

 

17 აპრილი, 2020 - საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Extra.ge მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. იმ რეალობაში, როდესაც გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტის გაყიდვასა და მიწოდებას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელმისაწვდომობის აღდგენა. ამ მიზნით, Extra.ge -მ შეიმუშავა სერვისი - „გადამიდეთ“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს  წინასწარ შეიძინოს პროდუქტი, სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით. „გადამიდეთ“ - გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თადარიგი დაიჭირონ და იმ პროდუქტებზე, რომელიც სჭირდებათ ან უახლოეს მომავალში  დასჭირდებათ, მაგრამ შესაძლოა მარაგში არ აღმოჩნდეს.

 ბიზნესისთვის ახალი პროდუქტი არის შესაძლებლობა, გააგრძელონ ოპერირება და  არსებული მარაგიდან, მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზებაც, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე შეზღუდვა  ვრცელდება. 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა მარტივად ისარგებლოს ამ სერვისით, საჭიროა შეარჩიოს სასურველი ნივთი - www.extra.ge - ზე, რომელსაც აქვს სპეციალური მონიშვნა - „გადამიდეთ“, გადაიხადოს ფასდაკლებული თანხა და ის იქნება პირველი, ვინც შეძენილ პროდუქტს შეზღუდვის მოხსნისთანავე, ადგილზე მიიღებს. 

„მოცემულ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქტების მიწოდებას მომხმარებლისთვის, შევიმუშავეთ სერვისი - „გადამიდეთ“ - რომლის მეშვეობითაც, ერთის მხრივ მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, წინასწარ შეიძინონ პროდუქტი სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით, მეორეს მხრივ კი ვეხმარებით ბიზნესებს, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა და მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზება, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე ვრცელდება შეზღუდვა. ამ პროდუქტის მიწოდებას კი ექსტრა უზრუნველყოფს, როგორც კი მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება.“ - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ბუაძემ.

მომხმარებლისთვის მსგავსი შეთავაზება სპეციალური ფასდაკლების მიღების გარდა არის შანსი, ხელი შეუწყოს  კონკრეტული ბიზნესის და საბოლოო ჯამში კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...