1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მომხმარებელს მობილბანკის მობილურ ინტერნეტის გარეშე გამოყენებას სთავაზობს

31 მარტი, 2020- საქართველოს ბანკი აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. იმისათვის რომ მომხმარებელმა სახლიდან გასვლის ნაცვლად ისარგებლოს საქართველოს ბანკის ციფრული სერვისებით,  დღეიდან ისინი მობილბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენებასაც შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მობილბანკით შეასრულო  მაშინაც კი, როცა  მობილურის ბალანსზე  თანხა  ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურა. იმისათვის რომ მომხმარებელმა მობილბანკის ინტერნეტის გარეშე შეძლოს გამოყენება, არაა საჭირო, რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყოს.  სიახლეა ისიც, რომ მობილბანკი უკვე გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს. 

„საქართველოს ბანკის მომხმარებელს დღეიდან შეუძლია აღარ  იფიქროს იმაზე, აქვს თუ არა საკმარისი მეგაბაიტები. მას შეუძლია გამოიყენოს მობილბანკი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა მობილური ოპერატორების − ბილაინის,  მაგთიკომისა და სილქნეტის გარეშე და გვინდა ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ“,- აცხადებენ ბანკში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...