0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ფოტოგრაფიაში

დღეს უამრავი  ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლოგიების შეთავაზებაში, შესაძლებლობა აქვს ყოველ წელს დომინირდეს DxOMark-ის შეფასებებში და არასდროს დაუხევია უკან, როგორც  ლიდერს მობილურ ფოტოგრაფიაში. 

სულ ახლახანს, კომპანია HUAWEI-მ ბიუჯეტური მოდელების ბაზარზე პოზიციის გასამყარებლად მომხმარებელს განახლებული P30 lite წარუდგინა, რომელიც ინარჩუნებს ყველა იმ პრიორიტეტულ მახასიათებელს, რაც მას კონკურენტებთან მიმართებაში გააჩნდა, ამავდროულად, გვთავაზობს EMUI 9.1-ს და რაც ყველაზე მნიშნელოვანია,   კამერის გაუმჯობესბულ მახასიათებლებს.   ეს კი, ერთგვარი ინოვაციაა ბიუჯეტური სმარტფონების ინდუსტრიაში. 

გაუმჯობესებული 48MP-იანი ძირითადი და 32MP-იანი წინა კამერა,  საბოლოო ჯამში გადაღების უკეთეს შესაძლებლობებს იძლევა. HUAWEI P30 lite ასევე, საუკეთესო არჩევანია „სელფის“ პროფესიონალებისთვისაც, რადგან ახლა უკვე შესაძლებელია, ღამეშიც კი ისეთივე თვალისმომჭრელი სელფი გადაიღოთ, როგოც დღის შუქზე.  ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი 32MP-იანი წინა კამერა,  ამოიცნობს თქვენს სახეს, თავად განსაზღვრავს სინათლის დონეს და უზრუნველყოფს უფრო სუფთა გამოსახულებას დაუბალანსებელი ფონური განათების  ან ღამის წვეულების დროს. 

8 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო ხედვის  ლინზის მქონე  HUAWEI P30 lite-ით  შეძლებთ  შთამბეჭდავი პეიზაჟები და ჯგუფური ფოტოები ყოველგავარი დანაკარგის, შორ მანძლზე წასვლის და ვინმეს კადრს მიღმა დატოვების გარეშე დააფიქსიროთ.

  2 მეგაპიქსელიანი  სიღრმის ამომცნობი ლინზა უზრუნველყოფს ბუნებრივ ბლარს და შტამბეჭდავ პორტრეტულ რეჟიმს. შორის. 

HUAWEI P30 lite აღჭურვილია AL 3D სილამაზის ალგორითმით, რაც უზრუნველყოფს მასშტაბურ გამოსახულებას, მაღალ გარჩევადობას და ნათელ-ავთენტურ ფერებს. დღეს, 32 MP-იანი წინა კამერითა და 48MP-იანი ძირითადი კამერით, განახლებული P30 lite თავის საფასო კატეგორიაში ერთ-ერთ უკონკურენტო სმარტფონს წარმოადგენს. სმარტფონი, რომლის ფასიც 999 ლარია,  ერთდროულად პასუხობს ახალგაზრდა თაობის ყველა ძირითად მოთხოვნას. 

შეგახსენებთ, რომ P30 Lite-ის ძველი ვერსია, 2019 წლის დასაწყისში გამოვიდა და კომპანიას საკმაოდ, დიდი გაყიდვებიც მოუტანა.  

HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე  მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...