0 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ გთავაზობთ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებს

სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილია, რომლის შემადგენელი დეტალები რეგულარულად, დროის გარკვეულ ინტერვალში უნდა შეიცვალოს. ყველაზე ხშირ ყურადღებას სამუხრუჭე ხუნდები საჭიროებს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე ცვეთად დეტალებს. სამუხრუჭე ხუნდის ზემოქმედებით ხდება ავტომობილის შენელება და მისი გაჩერება. ის ცვეთადი დეტალია, რომელსაც აქვს ექსპლუატაციის შეზღუდული რესურსი. ხუნდების შეცვლის საჭიროების პირველი ნიშნებია: სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, ვიბრაცია და ხმაური.

შეცვლის საჭიროების ერთ-ერთ მკაფიო მანიშნებელს წარმოადგენს ხმა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სერვისს. თუმცა, თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ჭკვიანი მოწყობილობებით, რომლებიც  შეცვლის საჭიროების დადგომისას, პანელების დაფაზე შესაბამისი ინდიკატორის ანთებით გვაძლევენ სიგნალს.

ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს სთავაზობს გერმანული პრემიუმ ბრენდის ATE-ს სამუხრუჭე ხუნდებს, რომლის სრულყოფილება ამართლებს მომხმარებლის ნდობას. ასევე საყურადღებოა, რომ  ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება აზბესტს.

ATE-ს პროდუქცია არის ორიგინალი კომპლექტაციის შესაბამისი ხარისხის არჩევანი, საუკეთესო ინვესტიცია უსაფრთხოებასა და კომფორტში. ATE შედის გერმანული უმსხვილესი კონცერნის „Continental AG“-ს ჯგუფში, რომლის ინჟინრებს სამუხრუჭე კომპონენტების წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ. ATE შეიქმნა 1906 წელს, მას შემდეგ ის გვევლინება ლიდერად, რაზეც მეტყველებს ის, რომ გერმანიაში N1 გაყიდვადი ბრენდია. საინტერესო ფაქტია, რომ გერმანიაში ყოველი მე-2, ხოლო მსოფლიოში ყოველი მე-4 ავტომობილი ATE-ს სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი.

მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ხუნდების შეცვლისას საქმე მიანდოთ პროფესიონალებს, რადგან არასწორად შესრულებულმა სამუშაომ შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს მთლიანად სამუხრუჭე სისტემა, საფრთხეში ჩაგაგდოთ თქვენც და თქვენი გარშემო მყოფებიც. ATE -ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები გამოირჩევა საუკეთესო მახასიათებლებით, როგორებიცაა: მცირე სამუხრუჭე მანძილი, გადახურებისადმი მდგრადობა, ეკოლოგიურობა და ოპტიმალური საექსპლუატაციო ვადა, რაც საუკეთესო გამოსავალია თქვენი ავტომობილისთვის. თეგეტა მოტორსი ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებზე  მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ დაზიანების და  უსიამოვნო ხმის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანია აგინაზღაურებთ 100%-მდე თანხას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...