0 4 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ავტოგასამართი სადგური, რომელიც ლონდონში გამოგზაურებთ - „სოკარის“ კრეატიული კამპანია დასასრულს მიუახლოვდა

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებული „სოკარის“ კრეატიული კამპანია დასასრულს უახლოვდება. ევრო 2020-ის ფინალურ ფაზას ლონდონი უმასპინძლებს, ამიტომ კომპანია „სოკარმა“ კრეატიული კამპანიის დასასრულიც სწორედ ამ ქალაქს დაუკავშირა და გახსნა რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, რომელიც ქალაქ ლონდონის სიმბოლიკითაა გაფორმებული.  

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, „სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში არაერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. UEFA-ს ინიციატივით, ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. გლობალურ ღონისძიებებში კომპანია „სოკარიც“ ჩაერთო და 20 დეკემბერს რიგით მეთერთმეტე რებრენდირებულ ავტოგასამართი სადგური გახსნა.

აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავტოგასამართი სადგური ლონდონში გამოგზაურებთ.  აქ შეხვდებით ქალაქის ცნობილ სიმბოლოებს: ტელეფონის წითელ ჯიხურებს, ავტობუსებსა და ტაქსებს. ასევე, სადგურის კედლები გაფორმებულია ქალაქის მეტროს რუკითა და ლონდონის მეტროს ცნობილი ლოგოთი. გარდა ამისა, ამ ავტოგასამართ სადგურზე გამოფენილი იქნება „სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში რებრენდირებული ყველა ობიექტის გრაფიკული გამოსახულებები.

„სოკარის“ კამპანიის ფარგლებში, 11 ავტოგასამართი სადგური გაფორმდა ახლებურად. თითოეული მათგანი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებითაა დატვირთული.  ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს. 

კრეატიული კამპანიის პარალელურად, კომპანია „სოკარი“ CSR პლატფორმის, „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში, გარემოს დაცვის მიმართულებით აქტივობებს განაგრძობს. გარდა იმისა, რომ აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავტოგასამართი სადგური ლონდონის სიმბოლოკით გაფორმდა, მის სახურავზე ასევე დამონტაჟდა  YINGLI  SOLAR-ის მზის პანელები. დადგმული სიმძლავრე შეადგენს 30 KW-ს. პროექტის შემსრულებელი კომპანია Green Energy-ა. ეს რეგიონში პირველი, და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია.

მზის პანელები თვეში დაახლოებით 3 მგვტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც 10-მდე ხის გადარჩენას უტოლდება. აღნიშნული პანელებით მიღებული ენერგიით, სადგურის გარდა სოკარის ახალი ბრენდი -Way Mart-ის მაღაზია მომარაგდება. პროექტის წარმატების შემთხვევაში, მსგავსი პანელები სოკარის სხვა, უფრო მსხვილ სადგურებზეც გაკეთდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...