0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

27 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობითა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენები დასახელდნენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრული  ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესოები:  2019 წლის წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (გოგონა); 2019  წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (ვაჟი); 2019  წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში; 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში; 2019  წლის საუკეთესო მწვრთნელი; ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი; 2019 წლის რეგიონალური ორგანიზაცია; 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი; 2019 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი; 2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია; ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი; ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები; 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. 

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი-ლაშა ტალახაძე.  დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდა 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი. ეს ტიტული ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.  ღონისძიებას დაესწრნენ სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები. 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება. წელს საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორიცაა. ჩვენი და კომიტეტების თანამშრომლობის  მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება,  რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარსადგენად, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით, 2020-ში დაგეგმილ ტოკიოს თამაშებზე. ამაყი ვარ, რომ საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, იყოს ქართველი ოლიმპიელების გენერალური პარტნიორი. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებულებს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს.  საქართველოს ბანკი  აგრძელებს  ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...