1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები

ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რათა იმგზავროს უსაფრთხოდ და კომფორტულად.

რას უნდა მიექცეს ყურადღება, ავტომობილის რომელი დეტალები უნდა შემოწმდეს და როდის დაიწყოს მძღოლმა ზაფხულის სეზონისთვის მზადება, ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“ სერვისის ოპერაციების მენეჯერმა, ლაშა ჭიტაძემ ისაუბრა.

რომელი დეტალების შემოწმებით იწყება ავტომობილის მომზადება ზაფხულის სეზონისთვის?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია საბურავების შეცვლა, შემდეგი უკვე აკუმულატორის, საცხებ-საპოხი მასალების, გაგრილების სისტემის, სამუხრუჭე სისტემისა და,ზოგადად, სავალი ნაწილის დეტალების შემოწმებაა.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალოს საბურავები? რა სხვაობაა ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის?

როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს აჭარბებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის საბურავების შეცვლის დროა. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. რაც შეეხება ზამთრის საბურავს, მაღალი ტემპერატურის პირობებში ის გარკვეულწილად რბილდება და შედეგად, წვიმიან და სველ გზებზე გადაადგილებისას, სამუხრუჭე მანძილი იზრდება. ზაფხულის საბურავს, ზამთრის საბურავებთან შედარებით, მაღალი ტემპერატურის დროს ნაკლები ცვეთა აქვს და ნებისმიერი მანევრის შესრულება უფრო უსაფრთხოდ შეუძლია.

რა გავლენას ახდენს ტემპერატურის ცვლილება აკუმულატორზე და რატომ არის მისი შემოწმება აუცილებელი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად? 

აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს, ამიტომ, როგორც კი დათბება, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე, რადგან წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა დროს გამოვა მწყობრიდან. შეიძლება ერთ დღეს უპრობლემოდ დაიქოქოს, მაგრამ მეორე დილით გაუჭირდეს ან საერთოდ ვერ დაიქოქოს.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რას უნდა მიექცეს ყურადღება გაგრილების სისტემაში?

თბილი სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაგრილების სისტემაში აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ფრეონის დონე, რადგან, თუ ის შემცირებულია, კონდიციონერის გამოყენებისას ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს და სალონიც კარგად არ გრილდება.

აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლაზე, რაც პირდაპირ კავშირში არ არის სეზონურობასთან, თუმცა აუცილებელია, ავტომობილის ზაფხულისთვის მომზადების დროს ამ დეტალებსაც მიექცეს ყურადღება. როგორც წესი, ჰაერისა და სალონის ფილტრები ძრავის ზეთთან ერთად იცვლება, თუმცა, ზოგადად, რაც უფრო ხშირად შევცვლით ამ დეტალებს, მით უფრო სუფთა ჰაერს მოიხმარს ძრავა და სალონიც გაცილებით სუფთა ჰაერით იქნება უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება საცხებ-საპოხ მასალებს, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი შემოწმება და დროულად შეცვლა?

ზოგადად, საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში ძრავამაღალი დატვირთვით მუშაობს და ზეთს რესურსი უფრო მალე ეწურება. შესაბამისად, თუ ზეთი დროულად არ შეიცვლება, შესაძლოა, ძრავის რომელიმე შიდა დეტალი დაზიანდეს ან ცვეთა მოემატოს. 

 

აქვე აღვნიშნავ, არსებობს მითი, რომ ზაფხულში უფრო თხელი სიბლანტის ზეთი უნდა გამოვიყენოთ, ხოლო ზამთარში - სქელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ავტომობილის ძრავაში ისეთი სიბლანტის ზეთი უნდა ჩავასხათ, როგორიც მწარმოებლის რეკომენდაციებშია გაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ძრავა სერიოზულად დაზიანდეს.

 

აუცილებელია თუ არა ზამთრის გასვლისთანავეშემოწმდეს ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა?

 

სამუხრუჭე სისტემის შემოწმება სეზონურობასთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზამთარში ყინულიან და თოვლიან გზაზე გადაადგილებისას მუხრუჭს უფრო ხშირად ვიყენებთ, იმატებს სამუხრუჭე დისკებისა და ხუნდების ცვეთის ალბათობა, ამიტომ,ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ამ დეტალების შემოწმებაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სამუხრუჭე სითხეს, არსებობს მითი, რომ მისი შეცვლა საჭირო არ არის, რეალურად კი, როგორც ყველა სითხეს, მასაც აქვს სამუშაო რესურსი და როგორც კი ამ რესურსს ამოწურავს, აღარ იქნება ეფექტიანი, ამიტომაც უნდა გადამოწმდეს მისი დონე და დუღილის ტემპერატურა.

არის თუ არა რაიმე დეტალი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიბრიდებსა და პლაგინ ჰიბრიდ ავტომობილებში?

ჰიბრიდების შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ჰიბრიდის გაგრილებისა და ძრავის გაგრილების სისტემას. ზამთრის შემდეგ უნდა შემოწმდეს ანტიფრიზის დონე და რესურსი, რომ ძრავის გაგრილების სისტემა იყოს დაცული.

 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სეზონისთვის ავტომობილების დიაგნოსტიკას და საჭირო დეტალების შეცვლას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შეძლებთ. პროდუქტებზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, როგორც MOTUL-ის ზეთებზე, CONTINENTAL-ის საბურავებზე, VARTA, EXIDE და ENERGIZER აკუმულატორებზე, ასევე TRW სამუხრუჭე სისტემაზე.სავალი ნაწილის შემოწმების სერვისს კი უფასოდ მიიღებთ. 

__

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები