1 9 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვურჩევთ ქვეყნებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ხარჯები არ შეამცირონ - სიღარიბისგან ადამიანების დაცვა უნდა მოხდეს - ჯანმოს ექსპერტი

უნდა მოხდეს ადამიანების დაცვა სიღარიბისგან, -ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის ფინანსების ექსპერტმა, სარა ტომსონმა  განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სისტემამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევროპის ქვეყნები ბევრი სირთულის წინაშე დგანან და ჯანმრთელობის შოკი ეკონომიკურ შოკში გარდაიქმნა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები ძალიან რთული გამოწვევების წინ არიან, თუმცა რაც წინა ეკონომიკური შოკების დროს ვისწავლეთ არის ის, რომ ჩვენ ვურჩევთ ქვეყნებს, არ შეამცირონ ხარჯები საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, მათ არ უნდა შეამცირონ დანახარჯები სოციალურ დაცვაზე, იმიტომ რომ შემდეგ ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ადამიანებს კრიზისის გამო უწევთ არჩევანის გაკეთება, საკვები მიიტანონ სახლში თუ მედიკამენტები, რომელიც აუცილებელია. ჯანდაცვის სისტემამ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი და უზრუნველყოს, რომ ოჯახებს ჰქონდეთ ფინანსური უსაფრთხოება, რადგან მათ სამსახურები დაკარგეს, ხელფასები შეუმცირეს. უნდა მოხდეს ადამიანების დაცვა სიღარიბისგან. ხალხის, რომელიც სიღატაკის რისკის წინაშეა“,-განაცხადა სარა ტომსონმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები