1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ZEG ფესტივალის შეხვედრა თიბისი კონცეპტის სივრცეში

22 ივნისს, 15:00 საათზე, ZEG ამბის თხრობის ფესტივალის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე გიწვევთ შეხვედრაზე „Future of Fashion: The Been Story“.

სესიის სპიკერები იქნებიან Genia Mineeva და ნინუცა ნანიტაშვილი.

Genia Mineeva - ეკო-მეგობრული აქსესუარების ბრენდის „Been London”-ის დამფუძნებელია. British Vogue-მა ბრენდი დაასახელა, როგორც „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მოდის ბიზნესი“.

ნინუცა ნანიტაშვილი - ტექნოლოგიების სფეროში 12 წლიანი გამოცდილებით, ამჟამად ჩართულია „Google for Startups Accelerator” პროგრამებში ევროპისა და ისრაელის მასშტაბით. ნინუცა, ასევე მენტორია და მხარს უჭერს ქალებს, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემებში.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ www.conceptevents.ge - ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.

მისამართი: თიბისი  კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები