2 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მონაცემების მოპოვებაზე შესწავლა დავიწყეთ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ”იმედზე”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური  ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებენ, რომ  პერსონალური მონაცემების მოპოვების საკითხის შესწავლა დაიწყეს.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა იმედის დღის ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე ფეისბუქის მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან. ტელეკომპანია იმედის მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო”. – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ სოციალურ ქსელში  მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.

“მე გავაკეთე ერთგვარი ექსპერიმენტი. მართლა გულწრფელად დავინტერესდი – ეს ადამიანები, ვინც ამ სიტყვებს წერენ, რამდენად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სამეტყველო ენა. რეალურად, პირადად არ შეიძლება ასე მიმართო ადამიანებს. ამიტომ, გავაკეთე ექსპერიმენტი, რამდენიმე მათგანს დავურეკე და უბრალოდ ვკითხე, გულწრფელად – აი, თქვენ რომ ამას მიწერთ, თქვენ ასე საუბრობთ თქვენს გარემოში? ეს სწორად მიგაჩნიათ თუ არა”. – ამბობს ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სიუჟეტის ჩვენებამდე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები