1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიანეთში 81 წლის კაცმა 59 წლის შვილი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 81 წლის კაცი თიანეთში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად” – აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები