2 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეონა ცხომელიძე: ,,ვის ჩლუნგ თავში მოიხარშა, რომ ,,რ2″-ში ვინც ვმუშაობთ, გაბუ გვკიდია?!”

"რუსთავი 2″-ის წამყვანი თეონა ცხომელიძე ყოფილი თანამშრომლის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც "რუსთავი 2″-ში დარჩენილი ჟურნალისტების მიმართ პრეტენზიები აქვთ.

"ვის ჩლუნგ თავში მოიხარშა "ნარატივი”, რომ ვინც ახლა "რ 2”-ში ვმუშაობთ, გაბუ გვკიდია ან გაგვიხარდებოდა, რომ მოეკლათ თუ რაღაც. ზუსტი აზრი ვერ გამოვიტანე!

და უნდა დავდგე და ვამტკიცო, როგორ მიყვარს გაბუ და როგორ არ უნდა მოეკლათ? ადამიანზე, რომელსაც საუკუნეა, ვიცნობ და საუკუნეა, მიყვარს და ვაფასებ, ხომ არ აფრენთ საერთოდ?!

ვინ სად ვართ დღეს, ხვალ და გუშინ, სხვების მიმართ სიყვარულში ჩემთვის არაფერს ცვლის და #$ეობების გამო ვისაც ადამიანების ამოძულება შეგიძლიათ, თქვენს მენტალურ პრობლემებს მიხედეთ!”, – დაწერა თეონა ცხომელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები