0 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კაპანაძე: "ბავშვები შიმშილობენ და ჯართის შეგროვებისას იღუპებიან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი 300 მილიონამდე დავხარჯეთ"

"ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში საინტერესო  სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც  აიტივი.ჯი  უცვლელად გთავაზობთ: 
 
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2012 წლის შემდეგ 300 მილიონამდე დავხარჯეთ. მისი რეიტინგი კი, უბრალოდ, კატასტროფაა. 

გაბერილია შტატები, მოშლილია ინფრასტრუქტურა, დაბალია ხარისხი და დიდია მადა...
რატომ ვხარჯავთ ამდენ თანხას ასეთი ღარიბი ქვეყანა იქ, საიდანაც არ გვაქვს შედეგი, არ გვაქვს ხარისხი, ჯერჯერობით არ გვაქვს პერსპექტივაც? 

საქართველოს მოქალაქე აგროვებს ფულს იმისათვის რომ გადაიხადოს გადასახადი ბიუჯეტში, რომლიდანაც საშუალოდ 50 მილიონს „ვასხამთ“ სრულიად ამოუვსებელ ორმოში, ვინახავთ მათ შორის პარტიულ ფუნქციონერებს, გაუგებარ „დესკებს“, კლანებს, ნათესავებს, არავის და არაფერს.

ამხელა ხარჯი არ გვჭირდება იქ, სადაც ბავშვები შიმშილობენ, ჯართის შეგროვებისას იღუპებიან, ადამიანებს უკიდურესად უჭირთ... 

ამიტომ, კარგი იქნება, როცა ქოცობა დასრულდება, თუ ეს ბიუჯეტის ორმო ეფექტურად ამოივსება, მაგალითად ასე: 

1. მინიმუმ 30-35 პროცენტით უნდა შემცირდეს მაუწყებლის დაფინანსება. 

2. უნდა შემცირდეს თანამშრომელთა რაოდენობა, მოიშალოს კლანები და ნეპოტიზმი. 

3. არხმა უნდა მოიცილოს ინფრასტრუქტურის ის ნაწილი, რომელიც მისი ტვირთია...

4. ნაწილს უნდა დავემშვიდობოთ და სხვებს უნდა მივცეთ შანსი...

სამაგიეროდ: 

1. გაკეთდეს მობილური, ოპერატიული, ხარისხზე ორიენტირებული და მაღალრეიტინგული ტელევიზია;

2. უნდა გასწორდეს დღე და ღამე იმისათვის რომ ხალხის ფული, ხალხს ხარისხით, მაღალი ყურებადობითა და პროფესიონალიზმით დაუბრუნდეს;

3. უნდა განხორციელდეს სრული მონიტორინგი იმისათვის რომ გაკონტროლდეს თითოეული თეთრი.

4. და კიდევ ბევრი კარგი ამბები უნდა მოხდეს...

ცხადია, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება არ იყოს კომერციული ტელევიზიების პირდაპირი კონკურენტი, მაგრამ ამავე დროს, ის უნდა იყოს ანგარიშგასაწევი ფაქტორი სატელევიზიო სივრცეში თავისი ეფექტურობითა და სწრაფი რეაქციებით. 

P.S:
რატომღაც დილიდან პირველ არხს ვადევნებდი თვალს და ამიტომ გამოვდე ეს გრძელი იქნებ მოსაწყენი და ოდნავ კრიტიკული პოსტი - სრულიად კეთილისმსურველის პოზიციიდან" - წერს კაპანაძე ფეისბუქის გვერდზე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები