1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაკა ზამბახიძე ნანიკო ხაზარაძეს აკრიტიკებს

მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე „იქს ფაქტორს მისი მენტორის, ნანიკო ხაზარაძის გადაწყვეტილებით გამოეთიშა. სალომეს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ ოთხ სკამზე ადგილი ვერ შეინარჩუნა.

„ყველას, ვინც მომწერეთ, გაიზიარეთ და უგულშემატკივრეთ სალომე ჩიტაძეს , უღრმესი მადლობა. მადლობა მენტორებს და განსაკუთრებით – დათო ევგენიძეს, რომელმაც ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება მისცა, რომ სალომემ იმღერა ურთულესი კომპოზიცია და კაცის ნამღერი უნიკალური სიმღერა აქცია ქალის ნამღერ ფანტასტიკურ ვერსიად! რომელიც, ჩემდა გასაკვირად ტელევიზიით ვერ მოვისმინე მაშინ,როდესაც ყველა ბავშვზე თითოეული მენტორის შეფასება სრულად იყო გაჟღერებული. 

ჩანაცვლებებს რაც შეეხება, ბევრი მეკითხება როგორც მუსიკოსს, ამიტომ ჩემს აზრს დავაფიქსირებ, რომ შეფასება უნდა ხდებოდეს სიმღერის სირთულის და შესრულების ხარისხის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გულდასწყვეტი და გასაკვირი იყო მარიტა ცეცხლაძისა და სალომე ჩიტაძის პროექტიდან გამოთიშვა. �� P.S. სასურველია, ასეთ პროექტებში ჟიური დაკომპლექტებული იყოს ისე, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ შეეწირონ მათ გადაწყვეტილებებს! აქვე, წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, განსაკუთრებით კი "კატეგორია 17 წლამდე” მონაწილეებს“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები