ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
გუშინ "პროფილის" ახალი სეზონი დაიწყო, რომელმაც გამოხმაურებებით და რეიტინგით, სავარაუდოდ, რეკორდი მოხსნა.
სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ მაია ასათიანის მონოლოგს, რომელიც მძიმე და სევდიანი მოსასმენი იყო.
აღნიშნული გადაცემა უყურადღებოდ არც ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს დაუტოვებია.. მარიამმა ნუცას და მაია ასათიანს ვრცელი და ემოციური ეისბუქ პოსტი მიუძღვნა
"თვეებია ჩვენს შორის განსხვავება და დაახლოებით ერთ სიტუაციაში გავიზარდეთ. პოპულარული დედები, რომლებმაც ასევე ერთ დროს დაიწყეს კარიერა.
მარტოხელა დედები მაგრამ ყურადღებიანი მამები.
დედებმა ორივემ პოლიტიკური ჟურნალისტიკით დაიწყეს.
შემდეგ ორივემ პირადი თოქ შოუ შექმნეს, და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უყურებთ და ვინ არა, თავისი საქმე გააკეთეს + ბევრი რამის პრეცენდენტი შექმნეს.
მე დედამისისნაირი, სტაბილურად შავგვრემანი ვარ, ის დედაჩემისნაირად ჭრელი.
შემდეგ მე ავდექი და ამერიკაში წავედი.
ის ერთი წლის მერე პარიზში.
წელიწად ნახევრის შემდეგ , იანვარში პარიზში გადავედი სასწავლებლად.
გავიცანი გოგო.
წითელი თმებით.
ბრდღვიალა.
ისეთი გოგო , ეხლა რომ ახსნა დავიწყო აუცილებლად იფიქრებთ, რომ ეგეთი კარგი ვერ იქნებოდა და ამეტებსო, ასერომ უბრალოდ გეტყვით, ყველასგან განსხვავებული.
აი ისეთი კარგი, რომ ეხლა მაგ ყველაფერზე ლაპარაკი რომ დავიწყო და ყოველ დღე ნუცაზე ვწერო, მაინც არ ამომეწურება საწერი და ვიფიქრებ , რომ რაღაც დამაკლდა.
facebook იმის გარდა რომ ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს, ასევე რაღაც კატეგორია ხალხისთვის არის უაზრო აგრესიის და ნეგატივის ფრქვევის მექანიზმი. რისი მსხვერპლიც ხშირად მაია გამხდარა.
ასევე დედაჩემიც.
იქიდან გამომდინარე რომ ვიცი ეს ყველაფერი რა რთულია ნუცა ოდნავ სხვანაირი წარმომედგინა.
მაგრამ მასში ალბათ ყველაზე განსაკუთრებული, რითიც აღფრთოვანებული ვიყავი და ალბათ ოდნავ შემშურდა ზუსტად ეს იყო .
ყველანაირი მასობრივი და საზოგადოებრივი კატეგორიებისგან შორს იდგა.
მივხვდი, რომ ამ ყველაფერს მის შინაგან სამყაროზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
ამ ყველაფერმა მისკენ მიმიზიდა და მივხვდი, რომ ბევრი საინტერესო რაღაც გვქონდა წინ.
ასევე რისი თქმაც დამავიწყდა არის ის, რომ ჩემი პარიზში გადასვლა ძალიან სპონტანური იყო. სანამ ჩავიდოდი, 10 დღით ადრე გადაწყდა.
თებერვალში 10 დღე არდადეგები გვქონდა და სადღაც გავფრინდი.
სამშაბათს დავბრუნდი.
ოთხშაბათს დილით დამირეკეს და მითხრეს , რომ ნუცა ცუდად იყო.
მის ბოლო წუთებში მომეცა იმის საშუალება რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი.
ამის შემდეგ კი მას ისე ვგრძნობ და იმ დოზით არის ჩემს ცხოვრებაში როგორც ჩემი ნაწილი.
სიკვდილი გვერძეა, და არა შორს.
არ მჯერა, რომ რამე უაზროდ ხდება ამ ცხოვრებაში.
მჯერა რომ შემთხვევითობაც არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით ეს შემთხვევა ძალიან შორსაა შემთხვევითობისგან.
მაია ასათიანი ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება "-წერს მარიამი
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები