0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფაჩულიას ემოციური მიმართვა მეუღლეს: "გმირი ხარ, რომ მიძლებ"

თიკა, მინდა გითხრა, შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი, რომ 10 წელია მიძლებ, სპორტსმენის ცოლობა არ არის იოლი,-ასე მიმართა ზაზა ფაჩულიამ თავის მეუღლეს NBA-ის საჩემპიონო თასის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას.

„ის ვერ არის ჩემთან, მაგრამ ტელევიზორიდან ჩემს ორ ბიჭთან ერთად გვიყურებს. თიკა მინდა გითხრა, შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი, გმირი ხარ, რომ სამი ულამაზესი შვილი მაჩუქე, მეოთხეს ველოდებით. გმირი ხარ, რომ 10 წელია მიძლებ, სპორტსმენის ცოლობა არ არის იოლი. ამ ყველფერს გაგებით ეკიდები, რომ ყოველ წელს რამდენიმე თვე მიწევს ნაკრებში ყოფნა და ერთმანეთს ვერ ვხედავთ და აანალიზებ რომ შენთვის, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის როგორი მთავარია ქვეყნის ნაკრები, ყველაფერს აკეთებ, რომ გავაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს (ოჯახის შემდეგ) - ვითამაშო კალათბურთი“, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.




    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები