0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ გართობაზე დიდ დროს არ დახარჯავთ, ყველა საქმეს საუკეთესოდ მოაგვარებთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოშურნეებს. თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. პირად სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. 

კურო
მარტივად და ნერვიულობის გარეშე მოაგვარებთ ყველა საკითხს. შეიძლება სასიამოვნო შემოთავაზება მიიღოთ უფროსისგან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. იმავეს ითხოვს თქვენგან თქვენი სასიყვარულო პარტნიორი. 

ტყუპი
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. საღამო გართობას, სასიყვარულო თავგადასავალს დაუთმეთ. 

კირჩხიბი
დილიდანვე მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები გელით. უარი არ თქვათ სასიყვარულო თავგადასავალზე. თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
რუტინული სამუშაოც კი სიამოვნებას მოგგვრით. დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, შეადგინეთ შეხვედრების განრიგი. საღამოს მეგობრებთან ერთად გართობა მოგინდებათ. 

ქალწული
ისწავლეთ უარის თქმა და ზარმაცი კოლეგების საქმეებს თქვენ ნუ შეასრულებთ. საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. საღამოს მხიარულ წვეულებას არ გამოაკლდეთ. 

სასწორი
ნუ მოცდებით მოშურნეებთან ურთიერთობის გარკვევას. შეხვდით საქმიან პარტნიორებს, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. საღამო შემოქმედებით საქმიანობას, დასვენებას დაუთმეთ. 

მორიელი
სიურპრიზებით მდიდარი დღე გაგითენდათ. საჭირო და გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. იმოქმედეთ გეგმის მიხედვით. თუ საყვარელი ადამიანი გაზარმაცებულია, თქვენ მეტად უნდა გააქტიურდეთ. 

მშვილდოსანი
ენერგიული და პოზიტიური ხართ. იყავით აქტიური, ახალი იდეები გაუზიარეთ კოლეგებს. შუადღის შემდეგ ცოტა დაისვენეთ, რადგან საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით. 

თხის რქა 
საღამოს კმაყოფილი იქნებით შესრულებული სამუშაოთი. ეცადეთ, ნაკლებად ინერვიულოთ წვრილმანებზე, იმაზე, რაც ადვილად გამოსწორდება. საყვარელი ადამიანი მხიარულ პაემანს მოგიწყობთ. 

მერწყული
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ დათანხმებას, ჯერ ყველაფერი გაანალიზეთ. პირად ურთიერთობაში იდეალური პერიოდი დაგიდგათ. საყვარელ ადამიანთან "ერთ ტალღაზე" ხართ. 

თევზები
მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს გარშემო მყოფების მიმართ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან. პირად ურთიერთობაში დაიცავით საკუთარი პოზიცია, საყვარელმა ადამიანმა მეტად უნდა გაგანებივროთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები