0 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნახეთ რას წერს კოტე მათითაშვილი, რომელიც მეხის დაცემის დროს თვითმფრინავში იმყოფებოდა

სტამბოლში თვითმფრინავს, რომელშიც ქართველი მგზავრები იმყოფებოდნენ,  აფრენიდან დაახლოებით 20 წუთში მეხი დაეცა. მფრინავმა მოახერხა, თვითმფრინავი უკან, ათათურქის აეროპორტში უსაფრთხოთ დაებრუნებინა.

დაახლოებით 4 საათის შემდეგ კი მგზავრები თბილისისკენ გამოფრინდნენ.

მეხის დაცემის დროს თვითმფრინავში პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილიც იმყოფებოდა. მათითაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ მათი გადარჩენა, დიდწილად, მფრინავის დამსახურებაა.

„მოკლედ, მეხმა გლიჯა ჩვენს თვითმრინავს, (კი დავინახე კაი ძლიერი ელვა ფრასთან, მაგრამ რას არმოვიდგენდი) ასე გვითხრეს, გადავრჩით! ! ! აფრენიდან 40 წთ-ში დავჯექით ისევ ათათურქში …. ახლა კარგად ვართ, პილოტი ძლიერი, მადლობა მას!!!!!!!! ველოდებით შემდეგ აფრენას, შოკია !!!!! 80% იყო შანსი რომ …. ასე ამბობენ … აბა. მფრინავის ხმა საუბრისას … ვაააა კინოა რა! ეხლა საჭმელი მოიტანეს,“ – დაწერა კოტე მათითაშვილმა სტამბულიდან გამოფრენამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები