ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ნუცა მახვილაძე, რომელიც მენინგოკოკცემიის ინფექციით გარდაიცვალა საფრანგეთში AUP-ში სწავლობდა. ნუცას თანაკურსელები და მეგობრები ემშვიდობებიან. გთავაზობთ ამონარიდს ერთერთი უცხოური გამოცემიდან, peacock plume- დან.
Jenny Voutcheva:
"ნუცა ძალიან ამაყობდა იმით, რომ ქართველი იყო. ის პატარა მანათობელს გავდა. ნუცა იყო ძალიან ლამაზი, გახსნილი, გულწრფელი, თბილი და პოზიტიური გოგონა, რომელიც მუდამ იღიმოდა. როგორც ჩანს, არავის დაავიწყდება გოგონა თავისი წითელი თმით."
Ava de Courtivron:
"ნუცას ძალიან კეთილი გული ჰქონდა. ის იცავდა ყველას და ყველაფერს, ვინც უყვარდა და ვისიც სჯეროდა. იგი ყოველთვის ცდილობდა სხვების გაბედნიერებას. ნუცა მახვილაძე იყო საოცრად მამაცი, მე არასდროს შემხვედრია მასსავით უშიშარი ადამიანი."
Salma El Sabban:
"ის ძალიან კომუნიკაბელური, ამავე დროს ძალიან ჭკვიანი იყო და სწავლას პირველ ადგილას აყენებდა. არასდროს აგვიანებდა, ყოველთვის ხელს იწევდა და ყველაფერში მონაწილეობდა. ბოლო სემესტრში პროფესორი სოიერი მოხიბლული იყო მისით, რადგან ნუცა სწავლისაგან სიამოვნებას იღებდა. მის სწავლასა და სოციალურ ცხოვრებას არასდროს გადაუკვეთავს ერთმანეთი. ორივეს თავისი ადგილი ჰქონდა მის ცხოვრებაში და ეს ყველაფერი სრულყოფილად დაბალანსებული ჰქონდა. მას შეეძლო ყველაფერი ერთდროულად, სასწაულებრივად გაეკეთებინა და ყოველდღე , უბრალოდ ღიმილიანი სახით ევლო.მის გარეშე ბოლო სემესტრში ვერ ჩავაბარებდი გამოცდებს, რადგან ის ძალიან დამეხმარა სწავლაში. შუა სასწავლო პროცესშიც, რომ ყოფილიყო , დასახმარებლად მისულს უარს არასდროს გეტყოდა, უხაროდა კიდეც სხვების დახმარება. არ ადარდებდა, რომ ეს მას დროს წაართმევდა, სხვებს ყოველთვის საკუთარ თავზე წინ აყენებდა. ნუცა სხვების გაბედნიერებისთვის ცხოვრობდა და ეს აბედნიერებდა მას. ის უბრალოდ წმინდანი იყო"
Joachim Fernandez:
"ნუცა პატარა ცეცხლოვანი მეტეორი იყო. პატარა მომღიმარი მეტეორი. ყველაფერს ანათებდა, სადაც გამოჩნდებოდა ყველგან სითბო და სინათლე მოჰქონდა. ძალიან გულღია, ენერგიული პიროვნება იყო, ბედნიერებას ასხივებდა. არასდროს არაფრის რცხვენოდა. ცხოვრებაში ყველა კარის გაღება , ყველასთან დამეგობრება შეეძლო. არაფერს უშინდებოდა და ყველაფრისთვის მზად იყო.ერთი ისტორია მახსენდება : გვიან ღამით, დაახლოებით 5 საათზე, მეგობრები ვიყავით შეკრებილი. ნუცაც იქ იყო. უცებ ერთერთმა თქვა, მოდი მატარებლით სამხრეთით წავიდეთ. არავის ქონდა თან ჩანთა ან რამე მსგავსი, აბსოლუტურად მოუმზადებლები ვიყავით. მხოლოდ უნდა ჩავმჯდარიყავით მატარებელში და წავსულიყავით. არავინ იყო ამაზე თანახმა, მხოლოდ ნუცამ თქვა "დიახ, რატომაც არა" დილის 6 საათზე ჩვენ ჩავსხედით მატარებელში და წავედით სამხრეთში ჩემს ახლო მეგობრებთან. ეს ამბავი ნათელი მაგალითია, თუ რამდენად სწორი იყო ნუცა, ის ეუბნებოდა დიახ-ს ცხოვრებას. როცა მეგობრებს ვუთხარი, რომ ნუცა დაიღუპა, მათ ცრემლები ჩამოსცვივდათ, მათ ნუცა მხოლოდ სამი დღის წინ გაიცნეს და უკვე უყვარდათ. ეს ნამდვილად ნიშნავს რაღაცას"
მარიამ თამაზაშვილი:
"პირველად ნუცას ერთერთ წვეულებაზე შევხვდი. ის ყველას ესაუბრებოდა და ყველა ესაუბრებოდა მას. ნუცა ბევრ ადამიანს იცნობდა და ემეგობრებოდა. მე საფრანგეთში 2 წელი ვიყავი, მაგრამ ნუცა იმაზე მეტ ადამიანს იცნობდა ვიდრე მე. ის შესანიშნავი ადამიანი იყო. მე არასდროს მსმენია ვინმეზე ნეგატიურად ესაუბრა. ნუცა მუდამ მომღიმარი იყო და ბედნიერებას ასხივებდა. ამასთან, ის ძალიან ჭკვიანიც იყო. მე ბედნიერი ვარ, რომ მისი საზოგადოების ნაწილი ვიყავი."
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები