სოც. მედია
სოფელ მელექედურში 42 წლის მამაკაცი დანით მოკლეს
2016-12-28 17:37:01
ოზურგეთის სოფელ მელექედურში 42 წლის მამაკაცი დანით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შს სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
კომენტარები