სოც. მედია
„იმედი" „მაესტროს" და „GDS"-ს ყიდულობს
2016-12-27 16:06:36
ტელეკომპანია იმედი მაესტროს და GDS-ს ყიდულობს. სავარაუდოდ, შეიქმნება ერთიანი მედიაჰოლდინგი, რასაც თითოეულ არხზე რეორგანიზაცია მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას "ლიბერალი" სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურ განცხადებას წილების შეძენასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.
კომენტარები