სოც. მედია
მარნეულში ცოლმა 28 წლამდე მეუღლე ნაჯახით მოკლა
2016-12-27 10:30:06
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლმა ოჯახური კონფლიქტის დროს 28 წლამდე მეუღლე ნაჯახით მოკლა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები