ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელი გაეროში, თათია დოლიძე ავარიაში მოყვა.
"ვარიანის გადასახვევთან, ორთაშენში, დაღმართზე მოსრიალდა, მოწყდა, იბზრიალა და უკანა ნაწილით ცხვირში დაგვეხაჯა სამარშუტო მანქანა. გაჩერებულ მანქანაში ვიყავი ჩემს მშობლებთან და ბებიაჩემთან ერთად, რომლებიც ჩართულები იყვნენ თავადაც ქველმოქმედებაში და თან მეხმარებოდნენ ამ ნივთების ზიდვაში. ახალნაოპერაციები მამაჩემის მხარეს დაგვარტყეს, ბებიაჩემი კი, რომელიც გადასული იყო მანქანიდან, დარტყმის შედეგად მანქანის ქვეშ, ბორბლებს შორის აღმოჩნდა. 5-10 წუთის მანძილზე მამაჩემიც და ბებიაჩემიც ცოცხალი აღარ მეგონა. პანიკა იმის შემდეგაც კი გამიგრძელდა, რაც საავადმყოფოში დავრწმუნდი, რომ ორივე მხოლოდ დაჟეჟილები იყვნენ და მოტეხილიც კი არაფერი ჰქონდათ. ცალკე ისტორიაა ჩემი სიცხიანი ქმარი, რომელიც მთელ ავარიას ტელეფონში ისმენდა, რადგან შეჯახების დროს ველაპარაკებოდი. საბედნიეროდ, ახლა ერთადერთი სადარდებელი მანქანაა.
მთავარზე გადავალ. რატომ ვწერ ამას? -> ჩვენი ავარიით, სავაურაუდოდ, დაღუპვისგანაც კი ვიხსენით ვინმე, რადგან მოყინული გზა მხოლოდ ამის შემდეგ გადაკეტა პოლიციამ! არის თუ არა ეს სახელმწიფოს ვალდებულება, რომ მობილიზებული იყოს მსგავს მონაკვეთებში ტექნიკა, დაიყაროს ტექნიკური მარილი, დაყენდეს რამე ნიშანი? დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, მერიას და გუბერნიის ადმინისტრაციას რომ ამ შეხვედრების ორგანიზებაში დამეხმარა, მაგრამ სავალი გზა რომ არ იყო გაწმენდილი, და ყველა მანქანა საავარიო სიტუაციაში რომ აღმოჩნდა, ეგეც ხომ ისევ ამ უწყებებს ეხებათ?
პ.ს. მამაჩემი ძალიან მადლიერია და დიდი მადლობა დამაბარა გუბერნატორის მოადგილესთან, რომელიც ავარიის შემდეგ ძალიან დაგვეხმარა და გვერდიდან არ მოგვშორებია! პირადად მეც მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, მსგავსი შემთხვევების პრევენციაში დამეხმარონ, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ!! ვთვლი, რომ ამგვარად შეთანხმებული ვიზიტის ფარგლებში, უნდა მოგვმსახურებოდა მანქანა სპეციალური საბურავებით, ან პოლიციის მანქანა მაინც მოემაგრებინათ და არა ადმინისტრაციის თანამშრომელი გოგონა აქეთ ჩვენ გამოგვყოლოდა ჩვენი მანქანით და მასაც საფრთხეში ჩაეგდო თავი,"-წერს თათია სოციალურ ქსელში.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები