სოც. მედია
„გარდენიაში“ ხანძრის შედეგად 100კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა
2016-11-02 15:34:42
თბილისის ზღვასთან „გარდენიაში“ ხანძრის შედეგად 100კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდს ცნობით, ადგილზე ამ წუთებში 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძარი ერთ შენობაში გაჩნდა და 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გავრცელდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ლოკალიზებულია და საბოლოო ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
კომენტარები