2 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

 

წლის ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მფლობელებს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მისცვეთად ნაწილებს მივაქციოთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დეტალია საბურავი, რომელიც უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს. ჩვენი  უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია  მისხარისხზე და სეზონთან შესაბამისობაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად  განვაახლოთ ისინი. 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილი საბურავების ცვლილებას საჭიროებს, „თეგეტა მოტორსის“ მიმდინარე შეთავაზებები შესაძლებლობას გაძლევთ, შეიძინოთ ახალი და ხარისხიანი საბურავები 59 ლარიდან. სპეციალური ფასები ვრცელდება საბურავების კონკრეტულ მოდელებზე.

გარდა ამისა, „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე 50% იანი ქეშბექი მოქმედებს. საუკეთესო ხარისხის საბურავების შეძენისას„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში გადახდილი თანხის 50% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ. 

საბურავების შერჩევისა და მისი სეზონური ცვლილების შესახებ „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდმენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილიგვირჩევს: 

„ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე. წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონზე თუ გზის რელიეფზე საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.არსებობს მრავალი დანიშნულების საბურავი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ მის გვერდით კედელზე არსებულ ნიშნებს და მხოლოდ პროფესიონალის კონსულტაციის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი, რადგან საბურავის დანიშნულების მიხედვით შერჩევა უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“.

შეთავაზებებით სარგებლობისას, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში თქვენზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

მეტი კომფორტისთვის კი შეგიძლიათ, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერისმომსახურებით ან ონლაინ დაჯავშნით ისარგებლოთ.

 

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, Petronas და

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები