0 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართება

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, 28 ოქტომბერს,  საქართველოში პირველად,  უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება - FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართება. ღონისძიებას სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს.

 

დაჯილდოება საერთაშორისო კონფერენციით „მწვანე ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები“ გაიხსნება. ღონისძიებაზე უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბებიან. კონფერენციაში მონაწილეობას სფეროს ექსპერტები მიიღებენ აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და ემირატებიდან.

 

რაც შეეხება დაჯილდოებას, ეროვნულ დონეზე შერჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, სფეროს წამყვანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოავლენენ. გამარჯვებულები მონაწილეობას საერთაშორისო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d”Excellence Awars-ზე  მიიღებენ.

 

„FIABCI Prix d”Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30 წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში გვიდგას, ჩვენი ერთგული პარტნიორი საქართველოს ბანკი. ამ დაჯილდოებით გვინდა გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით“, - განაცხადა FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა, ლიკა ქარდავამ.

 

„საქართველოს ბანკი უძრავი ქონების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი ღონისძიების გენერალური პარტნიორები, როგორიცაა რეგიონში პირველი, უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოება - FIABCI-Georgia Prix d”Excellence Awards. ეს არის საერთაშორისო და მასშტაბური ღონისძიება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების, ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესისთვის საინტერესო ლოკაციას. ღონისძიების ფარგლებში ინვესტორები მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან ქართული უძრავი ქონების ბაზარს და გაიგებენ, შესაძლებლობებს რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

FIABCI-Georgia საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და კონტაქტების დამყარების უნიკალური პლატფორმაა. მისი მიზანია, აღნიშნული ღონისძიებით საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, საინტერესო პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები