2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მშობლებო, თუ გაქვთ საშუალება ბავშვებს ნუ გაუშვებთ ბაღში, ძალიან მტარვალი ვირუსია.. მაღალი სიცხეებით გრძელდება 5/7 დღე და ძალიან ასუსტებს ორგანიზმს, - მარი ნაკანი

ფოტოგრაფი მარი ნაკანი მშობლებს მიმართავს და ქვეყანაში აქტიურ ვირუსთან დაკავშირებით გამოცდილებას უზიარებს.

„მე და ფოფო ვართ კლინიკაში, ეს ახალი ვირუსი მაღალი სიცხეებით გრძელდება 5/7 დღე და ძალიან ასუსტებს ორგანიზმს, რადგანაც, რაც არ უნდა დაალევინო ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის,  სტაბილურად მაღალია. ბავშვებში ხშირია გართულებები, ზოგში იწვევს ბრონქიტს ან ფილტვების ანთებას, მოკლედ, ყურადღება მისაქცევი ამბავია. ჩვენ 2 დღე გვქონდა 39 და ხველა, გუშინ საღამოს სასწრაფო გამოვიძახე და გადმოგვიყვანეს სტაციონარში. აქ ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია.

მშობლებო, თუ გაქვთ საშუალება ბავშვებს ნუ გაუშვებთ ბაღში, ძალიან მტარვალი ვირუსია. ჩვენ გავიკეთეთ ორი გადასხმა და ახლა სოფო უკეთაა. ეს ენერგიით სავსე ბავშვი ისე სუსტად იყო და მივარდნილი, რომ მივხვდი დროული ზომების მიღება არ გვაწყენდა. ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, რომ დროზე გამოვიძახე სასწრაფო და არ დავტანჯე ბავშვი 5-დღიანი მაღალი სიცხის თმენით.

მოკლედ, თუ კლინიკაში დაწოლა არ გინდათ, უბნის ექიმს მაინც მოასმენინეთ, ჩაახედეთ ყელში და იცოდეთ, რომ ამ ვირუსს გადასხმა ძალიან შველის. ჩვენ გადატანილი გვაქვს კოვიდი, ფაიზარიც გავიკეთეთ ორჯერ, ასევე ტესტი აგვიღეს კლინიკაში გუშინ და კორონა არაა. ახალი ვირუსია, ბევრად მარტივი, მაგრამ მაინც მინდოდა გამეფრთხილებინეთ! ჯანმრთელობას გისურვებთ.“ - ვკითხულობთ ფოტოგრაფის პოსტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები