2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,არავის დაავიწყდება გოგონა თავისი წითელი თმით" - ნუცა მახვილაძეს კურსელები ემშვიდობებიან

ნუცა მახვილაძე, რომელიც მენინგოკოკცემიის ინფექციით გარდაიცვალა საფრანგეთში AUP-ში სწავლობდა. ნუცას  თანაკურსელები და მეგობრები ემშვიდობებიან. გთავაზობთ ამონარიდს  ერთერთი უცხოური გამოცემიდან,  peacock plume- დან.

Jenny Voutcheva:

"ნუცა ძალიან ამაყობდა იმით, რომ ქართველი იყო. ის პატარა მანათობელს გავდა. ნუცა იყო ძალიან ლამაზი, გახსნილი, გულწრფელი, თბილი და პოზიტიური გოგონა, რომელიც მუდამ იღიმოდა. როგორც ჩანს, არავის დაავიწყდება გოგონა თავისი წითელი თმით."

Ava de Courtivron:
"ნუცას ძალიან კეთილი გული ჰქონდა. ის იცავდა ყველას და ყველაფერს, ვინც უყვარდა და ვისიც სჯეროდა. იგი ყოველთვის ცდილობდა სხვების გაბედნიერებას.  ნუცა მახვილაძე იყო საოცრად  მამაცი, მე არასდროს შემხვედრია მასსავით უშიშარი ადამიანი." 

Salma El Sabban:
"ის ძალიან კომუნიკაბელური, ამავე დროს ძალიან ჭკვიანი იყო და სწავლას პირველ ადგილას აყენებდა. არასდროს აგვიანებდა, ყოველთვის ხელს იწევდა და ყველაფერში მონაწილეობდა. ბოლო სემესტრში პროფესორი სოიერი მოხიბლული იყო მისით, რადგან ნუცა სწავლისაგან სიამოვნებას იღებდა. მის სწავლასა და სოციალურ ცხოვრებას არასდროს გადაუკვეთავს ერთმანეთი. ორივეს თავისი ადგილი ჰქონდა მის ცხოვრებაში და ეს ყველაფერი სრულყოფილად დაბალანსებული ჰქონდა. მას შეეძლო ყველაფერი ერთდროულად, სასწაულებრივად  გაეკეთებინა და ყოველდღე , უბრალოდ ღიმილიანი სახით ევლო.მის გარეშე ბოლო სემესტრში ვერ ჩავაბარებდი გამოცდებს, რადგან ის ძალიან დამეხმარა სწავლაში.  შუა სასწავლო პროცესშიც, რომ ყოფილიყო , დასახმარებლად მისულს უარს არასდროს გეტყოდა, უხაროდა კიდეც სხვების დახმარება. არ ადარდებდა, რომ ეს მას დროს წაართმევდა, სხვებს ყოველთვის საკუთარ თავზე წინ აყენებდა. ნუცა სხვების გაბედნიერებისთვის ცხოვრობდა და ეს აბედნიერებდა მას. ის უბრალოდ წმინდანი იყო" 

Joachim Fernandez:
"ნუცა პატარა ცეცხლოვანი მეტეორი იყო. პატარა მომღიმარი მეტეორი. ყველაფერს ანათებდა, სადაც გამოჩნდებოდა ყველგან სითბო და სინათლე მოჰქონდა. ძალიან გულღია, ენერგიული პიროვნება იყო, ბედნიერებას ასხივებდა. არასდროს არაფრის რცხვენოდა. ცხოვრებაში ყველა კარის გაღება , ყველასთან დამეგობრება შეეძლო. არაფერს უშინდებოდა და ყველაფრისთვის მზად იყო.ერთი ისტორია მახსენდება : გვიან ღამით, დაახლოებით 5 საათზე, მეგობრები ვიყავით შეკრებილი. ნუცაც იქ იყო. უცებ ერთერთმა თქვა, მოდი მატარებლით სამხრეთით წავიდეთ. არავის ქონდა თან ჩანთა ან რამე მსგავსი, აბსოლუტურად მოუმზადებლები ვიყავით. მხოლოდ უნდა ჩავმჯდარიყავით მატარებელში და წავსულიყავით. არავინ იყო ამაზე თანახმა, მხოლოდ ნუცამ თქვა "დიახ, რატომაც არა"  დილის 6 საათზე ჩვენ ჩავსხედით მატარებელში და წავედით სამხრეთში ჩემს ახლო მეგობრებთან. ეს ამბავი ნათელი მაგალითია, თუ რამდენად სწორი იყო ნუცა, ის ეუბნებოდა დიახ-ს ცხოვრებას. როცა მეგობრებს ვუთხარი, რომ ნუცა დაიღუპა, მათ ცრემლები ჩამოსცვივდათ, მათ ნუცა მხოლოდ სამი დღის წინ გაიცნეს და უკვე უყვარდათ. ეს ნამდვილად ნიშნავს რაღაცას"

მარიამ თამაზაშვილი:
"პირველად ნუცას ერთერთ წვეულებაზე შევხვდი. ის ყველას ესაუბრებოდა და ყველა ესაუბრებოდა მას. ნუცა ბევრ ადამიანს იცნობდა და ემეგობრებოდა. მე საფრანგეთში 2 წელი ვიყავი, მაგრამ ნუცა იმაზე მეტ ადამიანს იცნობდა ვიდრე მე. ის შესანიშნავი ადამიანი იყო. მე არასდროს  მსმენია ვინმეზე ნეგატიურად ესაუბრა. ნუცა მუდამ მომღიმარი იყო და ბედნიერებას ასხივებდა. ამასთან, ის  ძალიან ჭკვიანიც იყო. მე ბედნიერი ვარ, რომ მისი საზოგადოების ნაწილი ვიყავი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები