2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

"საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

„რუსთავი 2 არის ამ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი კრიტიკული მედია და დღეს გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვიტარება უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რაცუ კვე გაკეთდა, ძალიან სერიოზული საფრთხეები წინაშე დადგა, ამიტომ რუსთავი 2-ის გუნდი აკეთებს შემდეგ განცხადებას: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არასამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმლაურად, ის არი მაინც ძალაში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთმა, რომლებიც ნამდვილად კანონიერი მესაკუთრეები არიან, მიუხედავად იმისა, რას იტყვის 9 სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სასამართლო დავები ქიბარ ხალვაშთან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას - რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა ტვ პირველის ეთერში და მადლობა ამ კომპანია, ქიბარ ხალვაშმ გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებ რუსთავი 2-ის გაყიდვას. ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს რუსთავი 2. ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც რუსთავი 2 არის ისეთი, როგორიც არის, მე არა. გადაეცით რუსთავი 2 მის კოლექტივს, თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ მაქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები