0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღრმაღელის ქუჩაზე სახლი მთლიანად დაიწვა - დაშავებულია მეპატრონე

ჩამოტვირთვა

ხანძარი მოხდა თბილისში, ღრმაღელის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით, დილის 7 საათზე გაჩნდა. შენობაში ამ დროს სახლის მეპატრონე იმყოფებოდა. ამ დროისთვის ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

სახლი მთლიანად დამწვარია, ცეცხლი მოედო მეზობელი შენობების სახურავებსაც.

ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

მეზობლების ინფორმაციით, დამწვარი სახლის პატრონმა ამ მიზეზით ინციდენტამდე ყაზტრანსგაზსმიმართა, თუმცა კომპანიას რეაგირება არ მოუხდენია. ყაზტრანსგაზში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ. 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები