2 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ფილიფსი“-ს და ავერსის გუნდის თანამშრომლობა საქართველოში პაციენტის მოვლის გასაუმჯობესებლად

ავერსის კლინიკა აღიჭურვა „ფილიფსი“-ს ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახებით.

 

საქართველო, თბილისი - „ავერსი“-ს კლინიკა „ფილიფს“-თან პარტნიორობით წარმოგვიდგენს ახლად გახსნილ ჰიბრიდულ საოპერაციო და დიაგნოსტიკურ ოთახებს, რომლებიც მოეწყო საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სამშაბათს, 22 ნოემბერს, ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე და სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიური დირექტორი კახა ქუნთელია მედიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გააცნობენ ჯანდაცვის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ინტერვენციული ქირურგიის მეშვეობით „ფილიფსი“-ს ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დიაგნოსტიკური ოთახი, მრტ-მილშიგა, პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებული გამოცდილებით იძლევიან საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღების, პაციენტის მოვლისა და მომსახურების გაწევის საშულებას. ასეთი ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგია მსოფლიოს მასშტაბით დანერგილია მხოლოდ რამდენიმე, მოწინავე ჯანდაცვის დაწესებულებაში.   

 

„ავერსი“-ს კლინიკაში დანერგილ ინოვაციურ ჰიბრიდული საოპერაციო ოთახს გააჩნია ისეთი უპირატესობები, როგორებიცაა მინიმუმამდე დაყვანილი ინვაზიური პროცედურა, პაციენტის გამოჯანმრთელებისათვის საჭირო შემცირებული პერიოდი, გაზრდილი კომფორტი და პაციენტების ნაკადის გაზრდილი გამტარუნარიანობით.  „ფილიფს“-ის/MAQUET სისტემა მორგებულია პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე. საოპერაციო ოთახში ინტეგრირებულია ყველა სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც საჭიროა მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ღია ოპერაციების ჩასატარებლად. უმაღლესი დონის Philips Allura Clarity ანგიოგრაფიის სისტემის მეშვეობით მიიღწევა გამოსხივების სიმძლავრის 75%-ით შემცირება და იმავდროულად, ოპერაციის მსვლელობისას საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღება.

 

დიაგნოსტიკური ოთახი აღჭურვილია „ფილიფსი“-ს ჯანდაცვის სისტემების ფართო სპექტრით და მოიცავს Philips Ingenia მრტ და პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებულ მილ-შიგა სისტემას. მრტ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დიაგნოსტიკურ საშუალებას წარმოადგენს კლინიკურ პრაქტიკაში. Philips Ingenia 3.0T ციფრული მრტ მედიცინის სფეროს მუშაკებს აძლევს მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღების საშუალებას, რაც აუცილებელია სხვადასხვა, ისეთი ანატომიური და სტრუქტურული დარღვევების დიაგნოსტირებისათვის, როგორებიცაა: ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანებები, კარდიოვასკულარული და ორგანული დაავადებები. აპარატი იძლევა გამოსახულების მიღების საშუალებას შემცირებულ დროში.    

 

იმისათვის რომ მივიღოთ უმაღლესი ხარისხის მრტ გამოსახულება, საჭიროა პაციენტის სკანირება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, რაც პაციენტების უმრავლესობისათვის საკმაოდ რთული და სტრესულია. „ავერსი“-ს კლინიკის პაციენტებისათვის მრტ კვლევის მოსვენებულ ატმოსფეროში ჩასატარებლად „ფილიფსი“-ს მიერ დამონტაჟებული იქნა პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებული მილ-შიგა მოწყობილობა. მასში ინტეგრირებულია დინამიური განათება, პროექცია, ხმა და სივრცული დიზაინი, რაც ამცირებს პაციენტის შფოთვას და მოძრაობას და მედიკოსებს აძლევს პაციენტის ჩართულობით გამორჩეული და კომფორტული გარემოს შექმნის საშუალებას.

 

“ეს მოქნილი ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი ოპტიმალურია დახურული და ღია ქირურგიული პროცედურებისათვის. ჩვენთვის პატივია ვიმუშაოთ „ფილიფს“-თან ერთად პაციენტის გამოცდილების გაუმჯობესებასა და საქართველოში ჯანდაცვის და პაციენტის მოვლის სრულად ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე” – განაცხადა „ავერსი“-ს წარმომადგენელმა. - „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰიბრიდულ საოპერაციო ოთახში  სწორედ  ყველა ისეთი კომპონენტის ინტეგრაციაა, როგორიცაა ულტრაბგერა, სამუშაო ადგილები, ანესთეზია და სხვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიბრიდულ საოპერაციო ოთახში ყველა მოწყობილობა არის „ფილიფსი“-ს ბრენდის, რომელიც 10 წელზე მეტია რაც თანამშრომლობს MAQUET-თან, საერთაშორისო ბაზრის ლიდერ კომპანიასთან“.  

                                                                                                                  

 „როიალ ფილიფსი“-ს შესახებ

 

„როიალ ფილიფსი“ (NYSE: PHG, AEX: PHIA) წარმოადგენს ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მოწინავე კომპანიას, რომელიც ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მეშვეობით იძლევა უკეთესი შედეგების მიღების საშუალებას ჯანსაღი ცხოვრების წესის და პრევენციის, დიაგნოსტირების, სხვადასხვა პროცედურების და ბინაზე მოვლის მიმართულებით. ინტეგრირებული გადაწყვეტილებების შესამუშავებლად „ფილიფსი“ ეფუძნება მოწინავე ტექნოლოგიებს და ღრმა, კლინიკურ და სამომხმარებლო კვლევებს.  კომპანია ლიდერია დიაგნოსტიკური გამოსახულების, გამოსახულებაზე დაყრდნობით თერაპიის, პაციენტის მონიტორინგის და სამედიცინო ინფორმატიკის, მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ბინაზე მოვლის მიმართულებებით. სათაო ოფისით ნიდერლანდებში და გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში 100 ქვეყანაში 69,000-ზე მეტი თანამშრომლით, „ფილიფსი“-ს ჯანდაცვის ტექნოლოგიების პორტფელის მიერ 2015 წელს მობილიზებული იქნა 16.8 მილიარდი ევრო. „ფილიფსი“-ს შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ http://www.philips.com/a-w/about/news.html 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები