0 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,დაბადების მოწმობაში სულგუნა ალასანიას ჩაწერა გადავწყვიტე" - როგორ შეარჩიეს ახალდაბადებული ალასანიას სახელი

ნათია ფანჯიკიძე შვილიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს. "რომ დაიბადა, თინათინიაო, - ყლუპ! ვადღეგრძელეთ თინათინი. მეორე დღეს, ნატალიას უფრო გავსო, - აბა დავლიეთ, დავლიეთ! დავლოცეთ ნატალია! მესამე დღეს , ნიჩურტები გვაქვს, ისევ თინათინიაო, არ დაგვზარებია, - ყლუპ-ყლუპ! თინათინი დავლოცეთ. მეოთხე დღეს სახლში ნატალია წამოვაცუნცულეთ, მთელი გზა ნატალია ერქვა. მოვედით და აუჰ! ეს რა დაგვემართა, თინათინი უნდა ჩაგვეწერაო! 
ის ის იყო, ინიციატივის ჩემს თავზე აღება და დაბადების მოწმობაში სულგუნა ალასანიას ჩაწერა გადავწყვიტე, გამოცოცხლდნენ და თინათინი დაარქვეს. ახლადმოვლენილი დენდელოზის ჩამბარებელი პირები, მაშასადამე მშობლები ირწმუნებიან, რომ ეს დასკვნითი და ურყევი გადაწყვეტილებაა. 
თი-ნათ-ინი, - სახელი ლამაზია, ათინათებით სავსე, მზის ციმციმა სხივების და სითბოს ენერგიით,"- წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები