0 4 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ცესკო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და   განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები