1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ეს ულამაზესი ბავშვი მარიამ ხორგუაშვილის დის შვილია

ეს ულამაზესი გოგონა კოტე ზარნაძისა და სანდრა ხორგუაშვილის შვილია. თუ ფოტოებს გადახედავთ მიხვდებით,რომ ეს შეფასება სულაც არ არის გადაჭარბებული. ალბათ არ გეცოდინებათ,ის ფაქტი, რომ სანდრა ხორგუაშვილი არის მარიამ ხორგუაშვილის და. 

შეგახსენებთ იმასაც,რომ ამ ბავშვის მამას, ახალგაზრდა სპორტსმენს, კოტე ზარნაძეს ცოტა ხნის წინ მწვავე მიელოიდური ლეიკოზი დაუდგინეს.მას სჭირდებოდა გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც უკვე გაუკეთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კოტემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში განცხადებაც გააკეთა.
 "ჩემო კეთილო ადამიანებო, რამოდენიმე დღის წინ მოვრჩი ქიმიოტერაპიულ და მედიკამენტურ მკურნალობას ვარ სრულიად ჯანმრთელი და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა !! ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისა და გვერძე დგომისთვის რასაც თვენგან ყოველ დღე ყოველ წუთს და წამს ვგრძბობდი , ამ შვიდმა თვემ ბევრი რამ მასწავლა, ბევრი შეცვალა დაბევრ რამეზე დამაფიქრა, უაზომოდ მადლიერი ვარ იმ თბილი წერილებისთვის რომელსაც მიგზავნიდით და რომელიც უზომოდ მაძლიერებდა , ერთი წამით არ დამიკარგავს იმის იმედი, რომ ყველაფერი ესე კარგად დასრულდეოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის . თითოეული ლარი, თითოეული თბილის წერილი ერთი წამით დანებების უფლებას არ მაძლევდა და მეც ყოველდღე უფრო და უფრო ვძლიერდებოდი. ყველას ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის , ამ წერილში ვერ ვატევ იმ ემოციას რომელსაც წერის დროს ვგრძნობ , მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ, ვისურვებდი დადგეს საქართველოში ის დრო როცა სიმსივნის და უსახსრობის გამო არავის არ დავკარგავთ .სანამ მკურნალობას დავიწყებდი მე დაგპირდით რომ სიკეთე გადამდებია და ერთად ყველაფერს შევძლებთთქო ხოდა მინდა ეს ჩემი შემთხვევა სტიმული იყოს მათთვის ვინც სიმსივნურ დაავადებება აწუხებს , ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !"-წერს ზარნაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები