1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

    გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  საარჩევნო პროგრამა  სიმბოლურად 2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციაზე დაღუპული, სულიკო ასათიანის ოჯახში გააცნო. ოჯახის დიასახლისის განმარტებით მას სურვილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის თავად ემასპინძლა, რადგან მისი მეუღლე შეეწირა რეჟიმს, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ძალისხმევით დასრულდა.

   შეხვედრაზე ადგილობრივებმა გრიგოლ ლილუაშვილთან ღვარსადენის მოწესრიგებზე ისაუბრეს, რადგან მათივე განმარტებით წვიმების სეზონზე ღვარსადენი მთიდან ჩამომდინარე წყლის გატარებას ვერ ასწრებს და საცხოვრებელ ფართებს და სასოფლო სამეურნეო  მიწებს საფრთხეს უქმნის.  კანდიდატი ადგილზე გაეცნო სოფელ ციხესულორის მოსახლეობის მოთხოვნას და მათ დახმარებას დაჰპირდა.

(რ)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები