0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ. -ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. - თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები