0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მილიარდელის შვილმა ბერამ რესტორანში ხურდაც კი არ დატოვა..."

"სასაცილო ისტორია გადამხდა. დღეს პოზიციურად რესტორანში ბერა ივანიშვილის მომსახურება მერგო თავის მეგობრებთან ერთად.

მოვალეობა და რა თქმა უნდა როგორც მიმტანმა შევასრულე. სტუმარი ყველა თანაბარია და კარგადაც მოვემსახურე. 

მოკლედ დახარჯულ თანხას არ დავასახელებ, მაგრამ ხურდა 7 ლარი იყო. მოლარემ 5 ლარიანი და 2 ლარიანი ჩადო ქვითართან ერთად პასპარტუში. 

მივიტანე და როცა სტუმრები წავიდნენ მაგიდის ალგების მერე გავხსენი. პასპარტუ ცარიელი იყო. 

ჩემი მიმტანად მუშაობის რამდენიმე დღის მანძილზე პირველად, მაგიდამ რომელმაც რამდენიმე ასეული ლარი დახარჯა აიღო ხურდაც კი.

გეფიცებით, ე.წ. "ჩაი", კი არ მდომებია, ის გამიკვირდა, რომ მილიარდელის შვილმა რესტორანში ხურდაც კი არ დატოვა." -  წერს სოციალურ ქსელში  ბათუმელი ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, რომელიც თავისუფალ დროს კაფეში მუშაობს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები